---
title: "მუხლი 22. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/22"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/22

1. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც საქსტატი აწარმოებს ან/და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.

2. სტატისტიკური სამუშაოების წლიური პროგრამა შემუშავდება ყოველი კალენდარული წლისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოთა ჩამონათვალის განახლებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების უზრუნველსაყოფად:
ა) მთელი გამოსაქვეყნებელი ოფიციალური სტატისტიკისთვის;
ბ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოთა მიერ ჩასატარებელი ყველა სტატისტიკური გამოკვლევისთვის;
გ) ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისთვის ადმინისტრაციული მონაცემების მიწოდების ან სხვა წყაროებში არსებული მონაცემების გადაცემის ყველა შემთხვევისთვის;
დ) ყველა არსებული და შესაქმნელი სტატისტიკური რეგისტრისთვის;
ე) სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების, ახალი სტატისტიკური გამოკვლევებისა და შესაბამისი მაჩვენებლების შემუშავებისა და დანერგვისთვის.

3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავებისას საქსტატმა ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან უნდა ითანამშრომლოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/23.md
