---
title: "მუხლი 23. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის დამტკიცება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/23"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის დამტკიცება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/23

1. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 1 თვისა.

2. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის დამტკიცებისას საფრთხე არ უნდა შეექმნას ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს პროფესიული დამოუკიდებლობის პრინციპს.

3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესასრულებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოს შესაბამისი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსები უნდა გამოეყოს.
თავი VII. მონაცემების შეგროვება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/24.md
