---
title: "მუხლი 26. ადმინისტრაციული მონაცემების ხელმისაწვდომობა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/26"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. ადმინისტრაციული მონაცემების ხელმისაწვდომობა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/26

1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგინოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. თუ ადმინისტრაციული მონაცემების მიმწოდებელი გეგმავს ახალი ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვებას ან ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვებისა თუ დამუშავების მეთოდების მნიშვნელოვან გადასინჯვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ოფიციალური სტატისტიკის მიზნებისთვის მისაწოდებელ მონაცემებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მან კონსულტაცია უნდა გაიაროს საქსტატთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/27.md
