---
title: "მუხლი 27. სტატისტიკური რეგისტრი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/27"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. სტატისტიკური რეგისტრი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/27

1. საქსტატი ქმნის და აწარმოებს სტატისტიკურ რეგისტრს მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის:
ა) სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარებისას სტატისტიკურ მონაცემთა ბაზების შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად;
ბ) როგორც ინფორმირების საშუალებას, სტატისტიკური ერთეულებისა და მათი ტენდენციების სტატისტიკური ანალიზის განხორციელებისას;
გ) როგორც სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების საშუალებას.

2. სტატისტიკური რეგისტრი იქმნება სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემებსა და ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით.

3. საქსტატი ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს სტატისტიკურ რეგისტრში ამ პირის შესახებ არსებული მონაცემების თაობაზე ინფორმაციის გაცემას.
თავი VIII. აღწერა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/28.md
