---
title: "მუხლი 28. აღწერის დანიშნულება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/28"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. აღწერის დანიშნულება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/28

1. ამ კანონის თანახმად, საქსტატი უფლებამოსილია ჩაატაროს აღწერა მოსახლეობის, საცხოვრისების, ეკონომიკური ერთეულების, შენობებისა და სასოფლო მეურნეობების რაოდენობის, ზომისა და სტრუქტურის შესახებ მონაცემების მისაღებად.

2. აღწერა ტარდება ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად.

3. აღწერის სახეებია: მოსახლეობის აღწერა, სასოფლო-სამეურნეო აღწერა, ეკონომიკური აღწერა.

4. აღწერის მონაცემები შეიძლება მიღებულ იქნეს სრული მოცვის საფუძველზე ჩატარებული აღრიცხვიდან, სტატისტიკური გამოკვლევიდან, ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროდან და სხვა წყაროდან, აგრეთვე მათი ერთობლიობიდან.

5. ამ კანონის მოქმედება სრულად ვრცელდება აღწერის ჩატარების ყველა ეტაპზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/29.md
