---
title: "მუხლი 29. რესპონდენტის ვალდებულება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/29"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. რესპონდენტის ვალდებულება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/29

1. აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა იურიდიული პირისა და ფიზიკური პირისთვის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა).

2. რესპონდენტი ვალდებულია აღწერის ჩატარებისას გამოკითხვის პროცესში საქსტატს მიაწოდოს მის ხელთ არსებული უტყუარი მონაცემები.

3. აღწერას არ ექვემდებარებიან უცხო ქვეყნის მოქალაქე და მისი შინამეურნეობის წევრი, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, აგრეთვე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე და მისი შინამეურნეობის წევრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/30.md
