---
title: "მუხლი 30. აღწერის ძირითადი პრინციპები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/30"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. აღწერის ძირითადი პრინციპები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/30

აღწერის ძირითადი პრინციპებია:
ა) აღწერის საყოველთაო ხასიათი;
ბ) მოსახლეობის აღწერისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარების პერიოდულობის არაუმეტეს 10 წლით განსაზღვრა;
გ) ეკონომიკური აღწერის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დროს ჩატარება;
დ) აღწერის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანი მეთოდოლოგიითა და წესით და ერთსა და იმავე დროს ჩატარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
დ.ა) ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ დასახლებაში აღწერის ჩატარების დროს მასთან კავშირი გართულებულია, რის გამოც აღწერა ამ დასახლებაში არსებული ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით განსაზღვრულ პერიოდში ტარდება;
დ.ბ) საქსტატისგან დამოუკიდებელი მიზეზით კონკრეტულ ტერიტორიაზე აღწერის ჩატარება შეუძლებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/31.md
