---
title: "მუხლი 32. ეკონომიკური აღწერა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/32"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "32"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ეკონომიკური აღწერა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/32

1. ამ კანონის 31-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ეკონომიკურ აღწერაზე.

2. ეკონომიკური აღწერის ჩატარების ადგილი და დრო განისაზღვრება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ეკონომიკური აღწერა ტარდება ეკონომიკური აღწერის პროგრამით, რომელსაც შეიმუშავებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/33.md
