---
title: "მუხლი 35. მონაცემების უსაფრთხო დამუშავება და შენახვა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/35"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. მონაცემების უსაფრთხო დამუშავება და შენახვა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/35

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს ინდივიდუალური მონაცემებისა და კონფიდენციალური აგრეგირებული მონაცემების არაუფლებამოსილი პირისგან დაცვა.

2. მონაცემთა დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლებრივი აქტების შესაბამისად, აგრეთვე სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური საშუალებებით.

3. ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით მიღებული/შეგროვებული, იდენტიფიკატორის შემცველი ინდივიდუალური მონაცემები მუშავდება და ინახება მათი სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენების ვადის დასრულებამდე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. იდენტიფიკატორის შემცველ მონაცემთა შეგროვების პირველადი ფორმები მათი სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ უნდა განადგურდეს, მათ შორის, ქაღალდის სახით არსებული ფორმები უნდა განადგურდეს სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/36.md
