---
title: "მუხლი 41. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/41"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "41"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 41. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/41

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო იღებს ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის მუდმივი შეფასებისა და გაუმჯობესების ვალდებულებას ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

2. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველსაყოფად ოფიციალური სტატისტიკის შემუშავება, წარმოება და გავრცელება უნდა მოხდეს შესაბამისი ზოგადი სტანდარტების, მოცვის ხარისხის, კონცეფციების, განმარტებების, სტატისტიკური ერთეულებისა და კლასიფიკაციების ჰარმონიზებული მეთოდების შესაბამისად.

3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მონაცემების რედაქტირება, სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების გაერთიანება და გაანგარიშება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

4. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ უნდა მოახდინოს მისი წარმოების პროცესში გამოყენებული წყაროებისა და მეთოდების, აგრეთვე შესაბამისი შედეგების სტანდარტული წესით დოკუმენტირება.

5. მომხმარებელი მეტამონაცემების მეშვეობით ინფორმირებული უნდა იყოს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოყენებული წყაროებისა და მეთოდების, აგრეთვე სტატისტიკური პროდუქტის ხარისხის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/42.md
