---
title: "მუხლი 42. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის შეფასება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/42"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის შეფასება — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/42

1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოსა და მომხმარებელს შორის რეგულარულად იმართება კონსულტაციები ოფიციალური სტატისტიკის ხარისხთან დაკავშირებით.

2. მონაცემთა ხარისხის გასაუმჯობესებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოს რესპონდენტთან მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს.

3. სტატისტიკური მეთოდოლოგიის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ სამეცნიერო-კვლევით საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლოს.

4. სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინსტიტუციური გარემოს, შესაბამისი პროცესებისა და შედეგების შეფასება შეიძლება განახორციელონ შიდა და გარე ექსპერტებმა.
თავი XI. მონაცემების გავრცელება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/43.md
