---
title: "მუხლი 44. სტატისტიკური მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის გავრცელების პოლიტიკა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/44"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. სტატისტიკური მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის გავრცელების პოლიტიკა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/44

1. საქსტატი განსაზღვრავს გამჭვირვალე პროცედურებზე აგებულ მონაცემების გავრცელების პოლიტიკას.

2. წინასწარი სტატისტიკური მონაცემების გავრცელებისას, რომლებიც მოგვიანებით უნდა გადაისინჯოს, გარკვევით უნდა მიეთითოს, რომ ეს მონაცემები წინასწარია.

3. მეთოდების გადახედვით გამოწვეული ძირითადი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა გახდეს საჯარო.
თავი XII. სტატისტიკური მომსახურება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/45.md
