---
title: "მუხლი 45. მომსახურება სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/45"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "45"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. მომსახურება სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/45

1. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია გასწიოს მომსახურება სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით.

2. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით გაწეული მომსახურება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებასა და ხარისხს ან სტატისტიკის ეროვნული სისტემის სანდოობას.

3. მომხმარებელმა უნდა აანაზღაუროს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოს მიერ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებით გაწეული მომსახურების ხარჯი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო.

5. სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით გაწეული მომსახურების შედეგები ოფიციალურ სტატისტიკად არ მიიჩნევა.

6. ამ კანონის IX თავის (მონაცემთა კონფიდენციალურობა) და X თავის (ოფიციალური სტატისტიკის ხარისხი) დებულებების დაცვა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/46.md
