---
title: "მუხლი 48. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/48"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "48"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/48

1. საქსტატმა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა სხვა ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური სტანდარტებისა და რეკომენდაციების შემუშავებისა და დანერგვის, აგრეთვე ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და არეალის გაფართოების მიზნით აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებსა და ღონისძიებებში (აქტივობებში).

2. საქსტატი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
თავი XIV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/49.md
