---
title: "მუხლი 49. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/49"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/49

1. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა:
ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭომ დაამტკიცოს:
ბ.ა) კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი;
ბ.ბ) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესი;
ბ.გ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესი და პირობები.

3. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის №2291-რს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ.

320) საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალაშია ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებამდე/გამოცემამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ან მისი ნაწილი ამ კანონს ეწინააღმდეგება.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს/საქსტატის საბჭოს წევრს/საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრს უნარჩუნდება შესაბამისი უფლებამოსილება იმ ვადით, რომლითაც ის იყო დანიშნული თანამდებობაზე ამ კანონის მიღებამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/50.md
