---
title: "მუხლი 7. საქსტატი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/7"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქსტატი — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/7

1. საქსტატი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის შემუშავებისა და წარმოების და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით და თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს.

2. საქსტატი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი მთავარი ორგანოა. იგი კოორდინაციას უწევს სტატისტიკის ეროვნულ სისტემას და ყველა სახის სტატისტიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებასთან, წარმოებასა და გავრცელებასთან, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/8.md
