---
title: "მუხლი 9. საქსტატის დაფინანსების წყაროები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/9"
law: "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 5814124"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საქსტატის დაფინანსების წყაროები — ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/9

საქსტატი ფინანსდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) სტატისტიკური მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლით;
გ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გაცემული გრანტებით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5814124-opitsialuri-statistikis-shesakheb/10.md
