---
title: "მუხლი 12. მეზღვაურის პერსონალური მონაცემების დაცვა — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/12"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. მეზღვაურის პერსონალური მონაცემების დაცვა — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/12

1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მეზღვაურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით გემთმფლობელმა და გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყონ, რომ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება, სამედიცინო მოწმობა, საბანკო ანგარიშები, ხელფასების შესახებ ინფორმაცია და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია გემზე ისე ინახებოდეს, რომ არაუფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. ამასთანავე, გემთმფლობელი და გემის კაპიტანი ვალდებული არიან მიიღონ ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისგან, მოპოვებისგან, გამჟღავნებისგან, შეცვლისგან და ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისგან.

2. მეზღვაურის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავება დასაშვებია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. დასაშვებია გემის კაპიტნისთვის მეზღვაურის პერსონალური მონაცემების, უპირატესად − მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ასლის გადაცემა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/13.md
