---
title: "მუხლი 13. ნაპირზე მეზღვაურის ხანმოკლე ვიზიტი — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/13"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ნაპირზე მეზღვაურის ხანმოკლე ვიზიტი — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/13

1. მეზღვაურს უფლება აქვს, ჩავიდეს ნაპირზე თავისუფალ დროს, როდესაც გემი დგას ნავსადგურში ან ღუზაზე ნაპირთან, თუ ამით გემის უსაფრთხო ოპერირებას საფრთხე არ შეექმნება.

2. გემის ღუზაზე ან ნაპირთან დგომისას გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ მეზღვაურებს შორის სამუშაო თანაბრად განაწილდეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/14.md
