---
title: "მუხლი 17. მეზღვაურის კომპენსაცია გემის დაღუპვის, დაკარგვის ან ჩაძირვის შემთხვევაში — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/17"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. მეზღვაურის კომპენსაცია გემის დაღუპვის, დაკარგვის ან ჩაძირვის შემთხვევაში — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/17

1. გემთმფლობელი ვალდებულია გემზე მყოფ თითოეულ მეზღვაურს გადაუხადოს გემის დაღუპვით ან ჩაძირვით გამოწვეული უმუშევრობის კომპენსაცია.

2. გემის დაღუპვით ან ჩაძირვით გამოწვეული უმუშევრობის კომპენსაცია მეზღვაურისთვის გადახდილი უნდა იქნეს იმ დღეებისთვის, რომელთა განმავლობაშიც ის ფაქტობრივი სამუშაოს გარეშე დარჩება, იმავე განაკვეთით, რომლითაც ირიცხებოდა მისი ხელფასი მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული თანხა მეზღვაურის 2 თვის ხელფასით შემოიფარგლება.

3. მეზღვაურის მიერ უმუშევრობის კომპენსაციის მიღებამ არ უნდა ხელყოს მისი სხვა უფლებები, რომლებიც გამომდინარეობს გემის დაღუპვით ან დაზიანებით გამოწვეული ფიზიკური ან/და მატერიალური ზიანიდან.
თავი V
მეზღვაურის მიტოვება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/18.md
