---
title: "მუხლი 23. მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჩივრის განხილვა — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/23"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჩივრის განხილვა — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/23

მეზღვაურის, მისი უახლოესი ნათესავის, მემკვიდრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჩივარი უნდა იქნეს მიღებული, მიუკერძოებლად განხილული და სამართლიანად გადაწყვეტილი. კონვენციით განსაზღვრული სტანდარტული მიღება-ჩაბარების აქტი გამოყენებული უნდა იქნეს ყველა საჩივრის მიმართ. მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.
თავი VIII
მეზღვაურის საჩივრის განხილვის პროცედურები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/24.md
