---
title: "მუხლი 28. საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/28"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "28"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/28

1. სააგენტო ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი აღიარებული ორგანიზაცია ან პირი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე გასცემს საზღვაო შრომის სერტიფიკატს.

2. საზღვაო შრომის სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა გემის ინსპექტირების ჩატარების შედეგად, ადასტურებს, რომ გემზე არსებული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნებს და გემთმფლობელის მიერ მიღებულია საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული ზომები.

3. საზღვაო შრომის სერტიფიკატს თან უნდა ერთოდეს საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია.

4. საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმა და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

5. თუ სააგენტოს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი აღიარებული ორგანიზაციის ან პირის მიერ ინსპექტირების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ გემი აკმაყოფილებს ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნებს, საზღვაო შრომის სერტიფიკატი გაიცემა ან განახლდება.

6. საზღვაო შრომის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 5 წლის განმავლობაში.

7. შესაძლებელია 6 თვის ვადით გაიცეს დროებითი სერტიფიკატი, როდესაც:
ა) გემი ცვლის დროშას;
ბ) იცვლება გემთმფლობელი.
თავი X
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/29.md
