---
title: "მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/3"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/3

1. ამ კანონის (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) მოქმედება ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ ყველა გემზე.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ გემზე, რომელიც:
ა) ექსკლუზიურად შიდა ნაოსნობაშია ჩართული;
ბ) ნაოსნობას ახორციელებს მეჩხერ წყლებში ან ნავსადგურის წესების მოქმედების ზონაში;
გ) ჩართულია თევზჭერაში;
დ) აშენებულია ხისგან, ტრადიციული მეთოდით;
ე) არის სახელმწიფო საკუთრება, როდესაც ის კომერციული დანიშნულებით არ გამოიყენება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/4.md
