---
title: "მუხლი 30. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/30"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "30"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/30

1. ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებს ადგენს სააგენტო.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც მიღებულია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა).

3. ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა.
თავი XI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/31.md
