---
title: "მუხლი 31. გარდამავალი დებულებანი — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/31"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. გარდამავალი დებულებანი — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/31

1. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს იმ საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცება, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას გემზე მუშაობისას 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების“ ამ კანონთან შესაბამისობა.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ ამ კანონთან შესაბამისობა.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) სააგენტოს დირექტორის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა;
ბ) საზღვაო დისციპლინური წესდების დამტკიცება;
გ) გემზე ცხოვრებისა და დასვენების საშუალებების, საკვებისა და საკვებით მომსახურების წესების დამტკიცება;
დ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმის დამტკიცება;
ე) მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის დამტკიცება;
ვ) საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება;
ზ) საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცება;
თ) გემზე მუშაობის პირობების ამსახველი ცხრილის დამტკიცება;
ი) მეზღვაურის სამუშაო საათების ან დასვენების საათების აღრიცხვის ფორმატის დამტკიცება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/32.md
