---
title: "მუხლი 7. წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია — მეზღვაურთა შრომის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/7"
law: "მეზღვაურთა შრომის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 5816285"
adopted: "2023-05-31"
consolidated_as_of: "2023-06-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია — მეზღვაურთა შრომის შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: მეზღვაურთა შრომის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2023-06-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/7

1. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე სამუშაოდ დაშვებულ იქნეს მეზღვაური, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია ან კომპეტენცია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. STCW კონვენციის ან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული სხვა სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული წვრთნა და სერტიფიცირება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებულად მიიჩნევა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის იმ მეზღვაურის მიერ გავლილი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნა, რომელსაც STCW კოდექსით განსაზღვრული წვრთნის გავლა არ მოეთხოვება, გემზე პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წვრთნის შესაბამისად მიიჩნევა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5816285-mezghvaurta-shromis-shesakheb/8.md
