---
title: "მუხლი 11. ინფორმაციის გატარება — ელექტრონული კომერციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/11"
law: "ელექტრონული კომერციის შესახებ"
article: "11"
identifier: "3110-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ინფორმაციის გატარება — ელექტრონული კომერციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომერციის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/11

1. მომსახურების მიმღების ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარებისას ან საკომუნიკაციო ქსელზე წვდომის უზრუნველყოფისას შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ამ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი არ არის, თუ:
ა) იგი არ ყოფილა ინფორმაციის გატარების ინიციატორი;
ბ) მას არ აურჩევია გატარებული ინფორმაციის მიმღები;
გ) მას არ შეურჩევია ან არ შეუცვლია გატარებული ინფორმაციის შინაარსი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარება და საკომუნიკაციო ქსელზე წვდომის უზრუნველყოფა გულისხმობს გასატარებელი ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და დროებით შენახვას, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მოქმედება სრულდება საკომუნიკაციო ქსელით ინფორმაციის გატარების პროცესის განსახორციელებლად. ამასთანავე, ინფორმაცია არ შეინახება იმაზე მეტი ხნით, ვიდრე მის გადასაცემად ტექნიკურად არის საჭირო.

3. ამ მუხლის დებულებები არ ზღუდავს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილ შესაბამის ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოს, კანონის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/12.md
