---
title: "მუხლი 14. მონიტორინგის ვალდებულების არარსებობა — ელექტრონული კომერციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/14"
law: "ელექტრონული კომერციის შესახებ"
article: "14"
identifier: "3110-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. მონიტორინგის ვალდებულების არარსებობა — ელექტრონული კომერციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომერციის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/14

1. აკრძალულია ამ კანონის მე-11−მე-13 მუხლებით განსაზღვრული შუალედური მომსახურების მიმწოდებლისთვის მის მიერ გატარებული ან შენახული ინფორმაციის მონიტორინგის ვალდებულების ან უკანონო ქმედების გამოვლენისთვის აქტიური ქმედებების განხორციელების ვალდებულების დაწესება.

2. შუალედური მომსახურების მიმწოდებელს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ან სამართალდამცავი ორგანოს მოთხოვნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შესაძლებელია დაევალოს უკანონო ქმედების გამოვლენისთვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისთვის იმ მომსახურების მიმღების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდება, რომელთანაც მას დადებული აქვს ინფორმაციის შენახვის შესახებ შეთანხმება, აგრეთვე მომსახურების მიმღების თაობაზე სხვა ინფორმაციის მიწოდება.
თავი VI
სახელმწიფო რეგულირება, კონტროლი და პასუხისმგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/15.md
