---
title: "მუხლი 17. სააგენტოს მიერ მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის დაწყების საფუძველი — ელექტრონული კომერციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/17"
law: "ელექტრონული კომერციის შესახებ"
article: "17"
identifier: "3110-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. სააგენტოს მიერ მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის დაწყების საფუძველი — ელექტრონული კომერციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომერციის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/17

1. განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ.

2. სააგენტო იწყებს მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირის/პირების ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლებელია დაირღვეს მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლება.

3. სააგენტოს მიერ მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლის დაწყების საფუძველია გონივრული ვარაუდი, რომ ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისას მომსახურების მიმღებთა ჯგუფის ინტერესს ადგება ან შესაძლებელია მიადგეს ზიანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/18.md
