---
title: "მუხლი 22. სააგენტოსთვის მიმართვის ვადა — ელექტრონული კომერციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/22"
law: "ელექტრონული კომერციის შესახებ"
article: "22"
identifier: "3110-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სააგენტოსთვის მიმართვის ვადა — ელექტრონული კომერციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომერციის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/22

1. ამ კანონის მოთხოვნის დარღვევის შესახებ სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა დარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 2 წლისა.

2. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის დაწყება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერების საფუძველია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/23.md
