---
title: "მუხლი 3. საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდება — ელექტრონული კომერციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/3"
law: "ელექტრონული კომერციის შესახებ"
article: "3"
identifier: "3110-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდება — ელექტრონული კომერციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომერციის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/3

1. საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდება ლიცენზირებას, ნებართვის მიღებას ან/და ავტორიზებას არ ექვემდებარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ სალიცენზიო, სანებართვო და ავტორიზაციის რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/4.md
