---
title: "მუხლი 8. ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია — ელექტრონული კომერციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/8"
law: "ელექტრონული კომერციის შესახებ"
article: "8"
identifier: "3110-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია — ელექტრონული კომერციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომერციის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/8

1. მომსახურების მიმწოდებელმა ელექტრონული ხელშეკრულების დადებამდე უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებისთვის შემდეგი ინფორმაციის მკაფიოდ, სრულყოფილად და გასაგებად მიწოდება:
ა) ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო  ყველა ტექნიკური ეტაპის შესახებ;
ბ) ხელშეკრულების ელექტრონული საშუალებებით შენახვისა და მისი ხელმისაწვდომობის პირობების შესახებ;
გ) ხელშეკრულების დადებისთვის ხელმისაწვდომი ენების შესახებ;
დ) შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე დაშვებული შეცდომის იდენტიფიცირებისა და გამოსწორების ტექნიკური საშუალებების შესახებ.

2. მხარეებს, კერძოდ, მომსახურების მიმწოდებელსა და მომსახურების მიმღებს, თუ ის არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებით დადგენილისგან განსხვავებულ წესზე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება  ელექტრონული ფოსტით ან სხვა, მსგავსი, ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით დადებულ ხელშეკრულებაზე.

4. მომსახურების მიმღებს უნდა მიეცეს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის, ხელშეკრულების) ელექტრონული ფორმით შენახვის ან/და გამოყენების შესაძლებლობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/9.md
