---
title: "მუხლი 9. შეკვეთა — ელექტრონული კომერციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/9"
law: "ელექტრონული კომერციის შესახებ"
article: "9"
identifier: "3110-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. შეკვეთა — ელექტრონული კომერციის შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული კომერციის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/9

1. თუ მომსახურების მიმღები შეკვეთას ელექტრონული საშუალებებით განათავსებს, მომსახურების მიმწოდებელმა მისი მიღება ასევე ელექტრონული საშუალებებით, დაუყოვნებლივ უნდა დაადასტუროს.

2. შეკვეთა ან შეკვეთის მიღების დადასტურება მიღებულად მიიჩნევა, თუ იგი მიმღები მხარისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომია.

3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე უზრუნველყოს მომსახურების მიმღები შესაბამისი, შეცდომის იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისთვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.

4. მხარეებს, კერძოდ, მომსახურების მიმწოდებელსა და მომსახურების მიმღებს, თუ ის არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოთხოვნებით დადგენილისგან განსხვავებულ წესზე.

5. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება  ელექტრონული ფოსტით ან სხვა, მსგავსი, ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებით დადებულ ხელშეკრულებაზე.
თავი IV
ინფორმაციის მიწოდების ენა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5825902-elektronuli-komertsiis-shesakheb/10.md
