---
title: "მუხლი 23. მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/23"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/23

1. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დადგენილი წესით უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის ამ კანონის III თავით განსაზღვრული უფლებების განხორციელება, მათ შორის, მიიღოს ყველა ზომა ამავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დემონსტრირების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება აგრეთვე დამუშავებაზე უფლებამოსილ პირზე მასთან დაცულ/არსებულ ინფორმაციასთან მიმართებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/24.md
