---
title: "მუხლი 35. თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/35"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/35

1. თუ მონაცემთა დამუშავებაშიჩართულიარიან თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები, ისინი ვალდებული არიან წინასწარ წერილობით განსაზღვრონ ამ კანონის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით თითოეულის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვისა და ამ კანონის მე-13−მე-20, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

2. თუ მონაცემთა თანადამუშავება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, თითოეული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან/და წერილობითი შეთანხმებით.

3. თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირებს შორის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაცემთა სუბიექტისთვის. მონაცემთა სუბიექტს არ ეზღუდება თითოეული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ინდივიდუალურად მიმართვის უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/36.md
