---
title: "მუხლი 40. გენერალური აუდიტორის მიერ მონაცემების დაცვის სფეროში აქტის გამოცემის უფლებამოსილება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. გენერალური აუდიტორის მიერ მონაცემების დაცვის სფეროში აქტის გამოცემის უფლებამოსილება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/40

1. გენერალური აუდიტორი მონაცემების დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხზე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას.

2. გენერალური აუდიტორი მონაცემების დაცვის სფეროში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს (იღებს) ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, ბრძანებას, მითითებას, გადაწყვეტილებას.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/41.md
