---
title: "მუხლი 49. მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/49"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/49

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს. ამ სფეროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
ბ) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა;
გ) მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);
დ) საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება და მისი ინფორმირებულობის გაზრდა.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/50.md
