---
title: "მუხლი 53. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/53"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "53"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონსულტაციის გაწევა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/53

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტის ორგანოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს გაუწიოს კონსულტაცია მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/54.md
