---
title: "მუხლი 58. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქმის წარმოების ზოგადი დებულებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/58"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "58"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 58. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქმის წარმოების ზოგადი დებულებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2026-06-10), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/58

1. ამ კანონის 66-ე−87-ე მუხლებით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (შემდგომ − ადმინისტრაციული სამართალდარღვევა) გამოვლენა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების (ინსპექტირების) ან/და მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის (შემდგომ − საქმის წარმოება) საფუძველზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ სახდელს ადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. გენერალური აუდიტორის  გადაწყვეტილებით დასაშვებია როგორც რამდენიმე საქმის წარმოების ერთ საქმედ გაერთიანება, ისე ერთი საქმის წარმოებიდან ცალკე წარმოებისთვის საქმის გამოყოფა.

3. მონაცემების დაცვის სფეროში გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება და საქმის წარმოების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და გენერალური აუდიტორის ნორმატიული აქტებით.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და ამ კანონის ნორმების ურთიერთმიმართებისას უპირატესობა ენიჭება ამ კანონის ნორმებს.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/59.md
