---
title: "მუხლი 59. მტკიცებულებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/59"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "59"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. მტკიცებულებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 59 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/59

1. საქმის წარმოების მიზნებისთვის მტკიცებულება არის ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური აუდიტორი  ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისთვის.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს: მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში ან/და შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; მონაცემთა სუბიექტის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, სპეციალური წარმომადგენლისა და მოწმის ახსნა-განმარტებები; სამართალდამრღვევის აღიარება; ზეპირი სხდომის ოქმი (ჩანაწერი); ექსპერტის დასკვნა; ფაქტების კონსტატაციის მასალები; აუდიოჩანაწერი; ვიდეოჩანაწერი; ფოტო; საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი; გენერალური აუდიტორის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის ფორმასა და გაცნობის წესს ადგენს გენერალური აუდიტორი; მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ოქმი; ნივთიერი მტკიცებულება; ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, დოკუმენტი ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გარემოებების დასადგენად.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/60.md
