---
title: "მუხლი 62. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/62"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "62"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/62

ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევა:
ა) 1 წლის განმავლობაში იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს/მესამე პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი;
ბ) დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემთა დამუშავება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ან ასეთი საფრთხის შექმნა;
გ) არასრულწლოვანის მონაცემების დამუშავება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ანგარებით;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა დისკრიმინაციული მოტივით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/63.md
