---
title: "მუხლი 63. საქმის წარმოების შედეგად მიღებული გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/63"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "63"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. საქმის წარმოების შედეგად მიღებული გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/63

1. საქმის წარმოების შედეგად მიღებული გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს გადაწყვეტილება, მისი ოფიციალური გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

2. საქმის წარმოების შედეგად მიღებული გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში იგი აღსრულდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/64.md
