---
title: "მუხლი 83. სპეციალური წარმომადგენლის განსაზღვრასთან/დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/83"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "83"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. სპეციალური წარმომადგენლის განსაზღვრასთან/დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 83 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/83

1. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური წარმომადგენლის განსაზღვრასთან/დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ შეუსრულებლობა −
გამოიწვევს სამართალდამრღვევის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

2. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური წარმომადგენლის განსაზღვრასთან/დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა გენერალური აუდიტორის მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში −
გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/84.md
