---
title: "მუხლი 86. გენერალური აუდიტორისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/86"
law: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
article: "86"
identifier: "matsne 5827307"
adopted: "2023-06-14"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 86. გენერალური აუდიტორისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა — პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მუხლი 86 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/86

1. გენერალური აუდიტორისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა ან ცრუ ინფორმაციის მიწოდება −
გამოიწვევს:
ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, −
გამოიწვევს:
ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;
ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა −
გამოიწვევს:
ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, −
გამოიწვევს:
ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით;
ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/85.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827307-personalur-monatsemta-datsvis-shesakheb/87.md
