---
title: "მუხლი 10. მარეგულირებელი ორგანო — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/10"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "10"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. მარეგულირებელი ორგანო — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/10

1. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო არის მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირებას.

2. მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობების მარეგულირებელ კონტროლს.

3. მარეგულირებელი ორგანო კომპეტენტურია რადიაციულ დაცვასთან, ბირთვულ უსაფრთხოებასა და დაცულობასთან დაკავშირებულ საკითხებში და მას საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განსახორციელებლად აქვს შესაბამისი უფლებამოსილება და რესურსები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/11.md
