---
title: "მუხლი 11. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/11"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "11"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/11

მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციებია:
ა) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ავტორიზაციის მინიჭება, შეჩერება და გაუქმება;
გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების დარღვევისა და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში იძულებითი ზომების მიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში არასავალდებულო სახელმძღვანელოების შემუშავება;
ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, შეტყობინების, ავტორიზაციის, ინსპექტირების, ავტორიზებული ორგანიზაციების პროფესიული დასხივების დოზების უწყებრივი რეესტრის შედგენა და წარმოება;
თ) ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
ი) ბირთვული მასალის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის შექმნა და წარმოება;
კ) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ზედამხედველობა და სახელმწიფო კონტროლი;
ლ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციის, მისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი სისტემის შექმნისა და შენარჩუნებისთვის;
მ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობა ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისა და შედეგების მიტიგაციისთვის;
ნ) ბირთვული ან სხვა რადიოაქტიური მასალის არალეგალური მიმოქცევის ფაქტზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ო) სასაზღვრო გამტარ პუნქტზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
პ) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
ჟ) სხვა სახელმწიფოთა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;
რ) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებზე ინფორმაციების გაცვლა;
ს) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება;
ტ) მოსახლეობისა და იმ პირთა ცნობიერების ამაღლება, რომელთა საქმიანობაც მაიონებელი გამოსხივების წყაროებთანაა დაკავშირებული;
უ) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შეთანხმება და სტანდარტების დადგენა;
ფ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
ფ
1
) რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევა;
ქ) ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციას მიეკუთვნება.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4456 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/12.md
