---
title: "მუხლი 12. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/12"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "12"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/12

1. რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ამ სფეროებში სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში მარეგულირებელი ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების მხარდაჭერა;
დ) მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახმარების გაწევა;
ე) მათი იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტების განთავსების ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/13.md
