---
title: "მუხლი 15. ფიზიკური პირის უფლება-მოვალეობები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/15"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "15"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ფიზიკური პირის უფლება-მოვალეობები — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/15

1. ფიზიკური პირი ვალდებულია, დაიცვას რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროებში მოქმედი კანონმდებლობა.

2. ფიზიკურ პირს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავის სამუშაო და საცხოვრებელ სივრცეებში რადიოლოგიური მდგომარეობის, მათ შორის, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) იცხოვროს და იმუშაოს რადიაციულად უსაფრთხო გარემოში;
გ) მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვასა და მიღებაში;
დ) მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლების დასაცავად ამ კანონით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით.
თავი III. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/16.md
