---
title: "მუხლი 16. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება და ავტორიზაცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/16"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "16"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება და ავტორიზაცია — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/16

1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ექვემდებარება მარეგულირებელი ორგანოსათვის შეტყობინებას ან ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად, გარდა რეგულირებიდან გამორიცხული საქმიანობისა და მაიონებელი გამოსხივების გენერატორის ტრანსპორტირებისა და შენახვისა.

2. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაციის (რეგისტრაციის, ლიცენზიის ან/და ნებართვის) გარეშე, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქმიანობისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/17.md
