---
title: "მუხლი 17. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/17"
law: "რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ"
article: "17"
identifier: "3284-XIმს-Xმპ"
adopted: "2023-06-16"
consolidated_as_of: "2025-12-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინება — რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2025-12-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/17

1. მარეგულირებელი ორგანო იღებს შეტყობინებას „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტროს ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის თაობაზე.

2. მარეგულირებელი ორგანო აწარმოებს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებათა რეესტრს და ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უწყებებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აძლევს რეკომენდაციებს საქმიანობის განხორციელებისას მისაღები ღონისძიებების თაობაზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინების ფორმა განისაზღვრება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის შეტყობინებისა და ავტორიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/5827850-radiatsiuli-datsvis-birtvuli-usaprtkhoebisa-da-datsulobis-shesakheb/18.md
